„ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,- მაია ომიაძე თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას. წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 1979 წელს დაწესდა. საქართველოში პირველად იმართება ეს ღონისძიება და ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიოდან ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები. წლევანდელი გზავნილია “ტურიზმი და მშვიდობა”. საქართველო საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,-აცხადებს მაია ომიაძე.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.