მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა მაისში წლიური თვალსაზრისით 83,1%-ით გაიზარდა, აპრილში 78,7%-იანი ზრდის შემდეგ, – ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პრესრელიზში.

IATA-ს ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა მაისში 325.8%-ით გაიზარდა, შიდა კი 0.2%-ით.

IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (279.6%) და ევროპაში (259.8%). მაჩვენებელი ასევე გაიზარდა აფრიკაში (124.9%), ლათინურ ამერიკაში (99.3%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (56.3%).

ამასთან, კლება დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში (-4,7%).

IATA აღნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი მონაცემები რუსეთის ფედერაციაში მგზავრთა გადაადგილების შესახებ.

ასოციაციამ აღნიშნა, რომ საავიაციო სექტორის აღდგენა გრძელდება მაღალი ინფლაციის, საავიაციო ნავთის ფასების ზრდის და დაბალი სამომხმარებლო ნდობის მიუხედავად.