ავიაკომპანიების ხელმძღვანელობა ქალების კარიერულ ზრდაზე მეტი ყურადღების გამახვილებას ითხოვს. Air New Zealand-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ ლიუკსონის განცხადებით, ამ თემაზე მრავალი კონფერენცია იმართება, თუმცა ლაპარაკის მეტი არაფერი კეთდება.

Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, აუცილებელია შეიცვალოს ის დისბალანსი, რაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე კაცების დომინანტობაში გამოიხატება. ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გენდერული დისბალანსის დარეგულირდეს – მიაჩნიათ Qatar Airways-ში.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, კადრების შერჩევისას დამკვიდრებულ სტერეოტიპზე უარი უნდა ითქვას და ქალებს დასაქმების ისეთივე შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, როგორც ეს კაცებს აქვთ. მათი თქმით, აუცილებელია ასევე შეიცვალოს ქალთა შრომის ანაზღაურების პრინციპი და ის კაცებისას გაუთანაბრდეს.

Flybe-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტინა უორმირ-უაირდერის განცხადებით, ავიაციაში ქალთა როლის გასაზრდელად ბრიტანეთშიც ბევრი არაფერი კეთდება და საქმე ლაპარაკის იქით არ მიდის,  ექსპერტების და სპეციალისტების მოსაზრებები საკონფერენციო დარბაზებს არ სცდება. Flybe-ში ფიქრობენ, რომ საბოლოო მიზანი ავიაინდუსტრიაში ქალებსა და კაცებს შორის სრული პარიტეტის მიღწევა უნდა იყოს. საკადრო თვალსაზრისით ამ დარგში ქალების დეფიციტი არ შეიმჩნევა, შესაბამისად საავიაციო ინდუსტრიამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ქალების როლის ზრდას და მათ ხელმძღვანელ თანამდებობებზე უფრო აქტიურ დაწინაურებას.