2037 წლისთვის მსოფლიოში ავიამგზავრების რაოდენობა შესაძლოა გაორმაგდეს და 8.2 მლრდ მგზავრს მიაღწიოს.
IATA-მ უახლოესი 20 წლის პროგნოზებს ავიაგადაზიდვებს ზრდასთან დაკავშირებით გადახედა. ანალიტიკოსების განმარტებით, ავიაგადზიდვები ყოველწიურად საშუალოდ 3.5%-ით გაიზრდება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაც იქნება.
IATA-ს პროგნოზით, მოწინავე პოზიციას აშშ ჩინეთს წაართმევს და 2020 წლისთვის უმსხვილესი საავიაციო ბაზარი გახდება.
ინდოეთი კი 2024 წლისთვის მსოფლიოს უმსხვილეს ავიაბაზრებში მოხვდება და მესამე პოზიციაზე დიდ ბრიტანეთს ჩაანაცვლებს.
ინდონეზია, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ავიაბაზარზე მეათე პოზიციაზე იყო, 2030 წლისთვის მეოთხე ადგილზე იქნება.