მსოფლიო ავიაკომპანიებმა 2023 წელს მგზავრთნაკადი 36,9%-ით გაზარდეს, იტყობინება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA). არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით მსოფლიოში მგზავრთნაკადი 2019 წლის 94.1%-მდე აღდგა.

ევროპულმა ავიაკომპანიებმა გასულ წელს საერთაშორისო ფრენებზე მგზავრთნაკადი 22%-ით გაზარდეს. ფრენების დატვირთულობა გაიზარდა 83,8%-მდე, მაშინ როდესაც 2022 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 80,7%-ი იყო.

ჩრდილოეთ ამერიკაში მგზავრთნაკადის მაჩვენებელი გაიზარდა 28,3%-ით, ხოლო დატვირთულობამ ​84,6%-ს მიაღწია. 2022 წლის მაჩვენებელი  80,7%-იანი დატვირთულობა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მგზავრთა ბრუნვა 126%-ით გაიზარდა, ფრენების დატვირთვა 74.1%-დან 83.1%-მდე გაიზარდა.

გასულ წელს ჩინეთში შიდა საჰაერო მიმოსვლა თითქმის 139%-ით გაიზარდა და ახლა 7.1%-ით აღემატება პანდემიამდელ დონეს.

პანდემიისგან ძლიერი აღდგენა გაგრძელდა 2023 წლამდე,” – თქვა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა. ”მოგზაურობის აღდგენა კარგი ამბავია. კავშირების აღდგენა გლობალურ ეკონომიკას სტიმულს აძლევს.”

IATA წარმოადგენს 320 ავიაკომპანიას მთელი მსოფლიოდან, რომლებიც გლობალური საჰაერო მიმოსვლის დაახლოებით 83%-ს შეადგენს.