თურქეთი სავსეა დაუვიწყარი გამოცდილებებით. მისი მდიდარი კულტურა, ულამაზესი ღირსშესანიშნავი ადგილები და სამზარეულო თითოეული ტურისტს აღაფრთოვანებს. აღსანიშნავია Cittaslow -ს ქალაქები, რომლებიც გამოირჩევა მდგრადი ობიექტებითა და საინტერესო განსახლების შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, თქვენ გჭირდებათ მშვიდი და თავისუფალი მოგზაურობის გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ თურქეთი სიღრმისეულად შეისწავლოთ და იმოგზაუროთ შორეულ წარსულში.

Cittaslow-ს სამოთხე

თურქეთი მსოფლიოში ცნობილია საუკეთესო საზღვაო კურორტებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. იგი ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს. მოგეხსენებათ, Cittaslow („ნელი ქალაქი“) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი საერთო ტემპის შენელებით ყველა სფეროში. სწორედ ამ ქსელშია გაწევრიანებული ის ქალაქები , რომლებიც ტურისტებისთვის საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამ ქალაქებში ცხოვრების ტემპი მშვიდად მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი სამზარეულო, არქიტექტურა, ტრადიციები და ისტორია კარგად არის დაცული.

Cittaslow-ში გაწევრიანებულია თურქეთის ოცდახუთი ქალაქი, რომლებიც 7 რეგიონზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ნელ ქალაქად“ პირველად აღიარეს სეფერიჰისარი, რომელსაც მოჰყვა ფინიკე, აჰლათი, აკიაკა, ეგირდირი, გოქჩეადა, ჰალფეთი, იზნიქი, ქემალიე, შავშათი, ფოჩა, ფერშემბე, შარქოი, იენიფაზარი და სხვ.

ნელი კვების თავგადასავლები (Slow Food Adventures)

თურქეთის გვთავაზობს საოცარ გასტრონომიულ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის იდენტობის შენარჩუნებასთან. აქ ნელი კვების ტრადიცია მიზნად ისახავს რეგიონული სამზარეულოს შენარჩუნებას და მის დაცვას, ნულოვანი ნარჩენების მიდგომის გათვალისწინებით. აქ ყველა რეგიონში შეხვდებით მრავალფეროვან სამზარეულოს და კერძებს, რომლებიც დაფუძნებულია ათასწლეულების გამოცდილებებზე. მაგალითად, თურქული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ზღვის პროდუქტები (Sea food), ზეითუნი, ქაბაბები და ხორცისგან დამზადებული საკულტო კერძები. აღსანიშნავია, რომ თურქეთში, კონკრეტულად ქალაქ სტამბოლში, ბოდრუმსა და იზმირში დაგხვდებათ მიშლენის მწვანე ვარსკვლავების (Michelin Green Star ) მფლობელი რესტორნები, რომლებიც მომსახურების უმაღლესი დონითა და ხარისხით გამოირჩევიან.

პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც GSTC-სთან ოქმს ხელი სამთავრობო დონეზე მოაწერა

თურქეთმა გასულ წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC), რომელიც ადგენს და მართავს გლობალურ სტანდარტებს მოგზაურობასა და ზოგადად, ტურიზმის სფეროში. ის გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ შეთანხმებას მთავრობის დონეზე მოაწერა ხელი. თურქეთმა ასევე შეიმუშავა მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ტურიზმის მდგრად განვითარებას და ამ კუთხით ყველა პრობლემის დაძლევას.

ტრანსპორტი

თურქეთში ტრანსპორტირების შესაძლებლობაა, დაქირავებისა და გამოყენებისთვის. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მატარებლით ქვეყნის შესწავლა ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა. თურქეთის სარკინიგზო ქსელი, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა რეგიონს, განსაკუთრებულ მგზავრობას სთავაზობს ტურისტებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აღმოსავლეთის ექსპრესი (უახლესი მესოპოტამიის ექსპრესი) და დიარბაკირის ექსპრესი, რომელიც ჟურნალმა Time-მა „მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო ადგილებს“, შორის აღიარა.