Mediterranean Shipping Company არ მიიღებს მონაწილეობას იტალიური ავიაგადამზიდავის ITA Airways-ის პრივატიზაციაში. იანვარში ცნობილი გახდა, რომ MSC, Lufthansa-სთან პარტნიორობით, Alitalia-ს მემკვიდრე, სახელმწიფო ავიაკომპანიის ITA Airways-ის წილის შეძენას გეგმავდა.
MSC-მ და Lufthansa-მ იტალიის მთავრობას თხოვნით მიმართეს, რათა მათთვის მიეცათ ექსკლუზიური 90 დღე შესაბამისი წინადადების ჩამოსაყალიბებლად. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მთავრობამ შეინარჩუნოს მინორიტარული წილი ავიაკომპანიაში. MSC-სა და Lufthansa-ს შორის პარტნიორობის პირობები უნდა განსაზღვრულიყო სათანადო შესწავლის პროცესში.
Airways Magazine-ის თანახმად, საუბარი იყო MSC-ის 20%-ის მიღებაზე ITA Airways-ში და Lufthansa-ში 60%. ხოლო 20%-ი დარჩება სახელმწიფოსთან.
Reuters-ის ცნობით, MSC-მა პოტენციური გარიგებიდან გასვლის შესახებ მიმდინარე კვირაში განაცხადა. Lufthansa, თავის მხრივ, ინარჩუნებს ინტერესს ITA Airways-ის მიმართ, თუმცა მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ ინვესტორებთან – Air France KLM-თან, Delta-თან და ამერიკულ ფონი Certares-თან წარუმატებელი აღმოჩნდა.