Boeing 747 SP საბორტო ნომრით VP-BAT, რომელიც სპეციალიზებულია VIP კომპონენტზე და კატარის სამეფო ოჯახს ემსახურებოდა, გასაყიდად გამოიტანეს.
ამ დღეებში, თვითმფრინავი კანადის ქალაქ ჰამილტონის აეროპორტში დაჯდა, სადაც ის ავიაციაზე ორიენტირებულმა ფოტოგრაფმა ტომ პოდოლეცმა აღბეჭდა, რომელმაც დასძინა, რომ ხომალდის გასაყიდი ფასი 26 მლნ დოლარია.
ავიალაინერი 89 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავში არის მოსასვენებელი და გასართობი ზონები, მოლაპარაკებების დარბაზი, საძინებელი ოთახები, სალონი და სააბაზანო.
Boeing 747 SP-ის სერიული ნომერია 21648 და ის 1979 წელსაა გამოშვებული და რომელსაც ოპერირებას ავიაკომპანია Pan Am უწევდა. 1986 წლიდან ლაინერი United Airlines-ის განკარგულებაში იყო, ხოლო 1995 წელს კი კატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა და მისი მოდერნიზაცია განახორციელა.