ბრაზილიური ავიაკომპანია Azul Linhas Aéreas Brasileiras-ი საკუთარ ფლოტს დისნეის კიდევ ერთ პერსონაჟს დაამატებს.

საფრანგეთში, ტულუზაში, Airbus-ის ქარხანაში Airbus A320neo გადაიღეს, რომელიც უახლოეს მომავალში ბრაზილიური ავიაკომპანიის ფლოტში ჩაირიცხება.

თვითმფრინავს განსაკუთრებული შეფერილობა აქვს. უფრო კონკრეტულად თვითმფრინავის ფიუზელაჟზე მიკისა და მინის გარდა დისნეის მულტფილმის კიდევ ერთი ცნობილი პერსონაჟი დონალდ დაკია გამოსახული.