საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. ინფლუენსერებმა გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, რილსები და სთორები მოამზადეს.
ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვიწვია. საქართველოში 2 კვირით ვართ, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ვმოგზაურობთ, ძალიან კარგ გამოცდილებას ვიღებთ და ვეცნობით საქართველოს“,-აცხადებს სებატიან დარლე ტურის მონაწილე.
„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ, ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“,-ამბობს სელასთ პამერლანი ტურის მონაწილე.
ტურის მიზანია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.