მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Pobeda Airlines-ის მგზავრმა ავიაკომპანიის თანამშრომელი სცემა. მამაკაცი, რომელიც ანაპის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო აეროპორტში მაშინ მივიდა, როდესაც რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მგზავრი ანერვიულდა და Pobeda Airlines-ს თანამშრომელი სცემა. უფრო კონკრეტულად კი ავიაკომპანიის თანამშრომელს მგზავრმა ფეხები თავში ურტყა. ცემის შედეგად Pobeda Airlines-ის თანამშრომელმა ტვინის ტრავმა მიიღო. რუსულმა ინტერნეტ პორტალმა “მოსკოვი24” ინციდენტის ამსახველი კადრები ექსკლუზიურად გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ Pobeda Airlines-ის თანამშრომელი ფეხზე ვეღარ წამოდგა. მის გვერდით მდგომი ქალი კი არც კი ეცადა მის დახმარებას.

Pobeda Airlines-ის მგზავრის ვინაობა დადგენილია და ის უკვე დაკავებულია კიდეც.

უცნობია, რეალურად რამდენი წუთით დააგვიანა მგზავრმა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ კომენტარებში მგზავრს ამართლებენ და საქციელს უწონებენ კიდეც.