მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Pobeda Airlines-ის მგზავრმა ავიაკომპანიის თანამშრომელი სცემა. მამაკაცი, რომელიც ანაპის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო აეროპორტში მაშინ მივიდა, როდესაც რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. მგზავრი ანერვიულდა და Pobeda Airlines-ს თანამშრომელი სცემა. უფრო კონკრეტულად კი ავიაკომპანიის თანამშრომელს მგზავრმა ფეხები თავში ურტყა. ცემის შედეგად Pobeda Airlines-ის თანამშრომელმა ტვინის ტრავმა მიიღო. რუსულმა ინტერნეტ პორტალმა “მოსკოვი24” ინციდენტის ამსახველი კადრები ექსკლუზიურად გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ Pobeda Airlines-ის თანამშრომელი ფეხზე ვეღარ წამოდგა. მის გვერდით მდგომი ქალი კი არც კი ეცადა მის დახმარებას.
Pobeda Airlines-ის მგზავრის ვინაობა დადგენილია და ის უკვე დაკავებულია კიდეც.
უცნობია, რეალურად რამდენი წუთით დააგვიანა მგზავრმა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ კომენტარებში მგზავრს ამართლებენ და საქციელს უწონებენ კიდეც.
Опоздавший на рейс до Анапы пассажир избил сотрудника авиакомпании «Победа». От удара в голову мужчина упал и потерял сознание.
Всё случилось в аэропорту Внуково. В распоряжении «Москвы 24» оказалось видео с камер наблюдения. pic.twitter.com/gjBBYlGePR
— Москва 24 (@infomoscow24) July 4, 2019