ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მოდერნიზაციისათვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 2,3 მილიარდ ფუნტის (2,9 მილიარდი აშშ დოლარი) კერძო ინვესტიციას მიიღებს. ეს არის უდიდესი კერძო ინვესტიცია დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო ქსელში და პროგნოზს 244 მილიონი ფუნტითაღემატება.
გეგმის მიხედვით, 2025 წელს ჰაბის ინფრასტრუქტურაში 1,05 მილიარდი ფუნტი იქნება ინვესტირებული, ხოლო 2026 წელს კიდევ 1,29 მილიარდი ფუნტი.
დაფინანსება გულისხმობს ყველა ტერმინალის შესაძლებლობების გაფართოებას, მათ შორის ბარგის მიწოდებას, ასევე მგზავრთა გამოცდილების გაუმჯობესებას და დეკარბონიზაციას. როგორც აეროპორტის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, საინვესტიციო პროგრამა „გააუმჯობესებს მომსახურებას, მდგრადობას და მგზავრთა გამოცდილებას“.
აეროპორტი მანამდე სამგზავრო მიმოსვლის რეკორდულ ზრდაზე აცხადებდა.