Statista-ს კვლევის თანახმად, გლობალური ტურიზმიდან შემოსავალი 2023 წელს $854,7 მილიარდს მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ 2023-2027 წლებში სექტორი 4,42%-ით გაიზრდება. არსებული პროგნოზის თანახმად მსოფლიო ტურიზმის შემოსავალი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ტრილიონი დოლარის ზღვარს გადალახავს.
სხვათა შორის, Allied Market Research-მა გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ბაზარი 689,7 მილიარდ დოლარად შეაფასა და პროგნოზირებს, რომ 2031 წლისთვის ეს სეგმენტი 2,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ასევე, ამ ათწლეულის ბოლოსთვის მაღალმხარჯველიანი მოგზაურობის ბაზარი $440 მილიარდს გადააჭარბებს.