კომპანია Hong Kong International-მა გახსნა აეროპორტის პირველი “ავტონომიური კომფორტის მაღაზია”, რომელიც მომხმარებელს ათავისუფლებს ტრადიციული გადახდის პროცესისგან.
Travelwell მაღაზიის ვიზიტორები, რომელიც მდებარეობს Sky Bridge-ის შესასვლელთან, უბრალოდ ასკანერებენ თავიანთ ბარათს მაღაზიაში შესვლისას და სენსორის ტექნოლოგია განსაზღვრავს „შესყიდვების მოძრაობას და ბუნებას შერჩეული ნივთების ავტომატურად აღებით“. როდესაც მომხმარებლები მზად არიან მაღაზიიდან გასასვლელად, სენსორი დათვლის შესყიდვების ღირებულებას და შესაბამისად იმ რაოდენობის თანხას მოხსნის ბარათიდან. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ქვითარი გასასვლელში.
მაღაზიაში, რომელიც 80 კვ/მ-ზეა გადაჭიმული არის შეფუთული საკვების, სასმელების, სუვენირებისა და სამოგზაუროდ საჭირო ნივთების დიდი არჩევანი.
”პირველი ავტონომიური მაღაზია ჰონგ კონგის აეროპორტში მოგზაურებს შორის შესყიდვების მოხერხებულობით დიდ აჟიოტაჟს იწვევს. როგორც ჭკვიანი აეროპორტი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გამოგვეყენებინა უახლესი ტექნოლოგიები მგზავრობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. Travelwell-ის გაშვება ადასტურებს ამ ვალდებულებას. უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ მოგზაურებს ვთავაზობთ ერთ ფანჯრებს ფრენის წინ და ბოლო წუთების შოპინგისთვის“, – განაცხადა ჰონგ კონგის აეროპორტის ადმინისტრაციაში საცალო ვაჭრობისა და რეკლამის ხელმძღვანელმა ალბი ცანგმა.