მომავალი წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოში ახალი მიმართულებებით დაიწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს საქართველოს ელჩისა და Flynas-ის დირექტორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ცნობილია მიმდინარე ზაფხულის სეზონზე Flynas-ი ყოველკვირეულად თბილისის და ბათუმის მიმართულებით 21 პირდაპირ ფრენას ახორციელებდა რიადიდან, ჯედადან და დამამიდან. როგორც ვახტანგ ჯაოშვილისა და ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანასის შეხვედრის გაცხადდა, Flynas-ის მიერ ორ ქვეყანას შორის რეგულარული რეისები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.