მოლდოვურმა ავიაკომპანია Vision Air-მა ოფიციალურად შეიცვალა იურიდიული სახელი და საქმიანობას Sky Up Nisteru-ს სახელწოდებით განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ავიაკომპანიის ბრენდის სრულ შესაბამისობაში მოყვანას მის კომერციულ პარტნიორთან, უკრაინულ SkyUp Airlines-თან. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვური გადამყვანი დამოუკიდებელი კომპანიაა და მისი აქციების 100%-იან წილს ანატოლი ბელენჩუკი ფლობს, იგი 2025 წელს ბაზარზე გამოჩენის დღიდან SkyUp-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს.
ამჟამად ავიაკომპანია კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთადერთი Boeing 737-700 ტიპის ხომალდით ასრულებს რეისებს, რომელიც მას სწორედ SkyUp-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ Sky Up Nisteru-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე შაფიევი წარსულში უკრაინული SkyUp-ის საოპერაციო დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბრენდების ეს გაერთიანება ასევე მოიცავს კომპანია SkyUp MT-ს, რაც ხაზს უსვამს მჭიდრო კავშირს მოლდოვურ ავიაკომპანიასა და SkyUp-ის უკრაინელ დამფუძნებლებს, ალბას ოჯახს შორის.
SkyUp Airlines-ი (უკრაინა), SkyUp MT (მალტა) და ახლა უკვე SkyUp Nistru (მოლდოვა) ერთიან ბრენდულ ქოლგაში ერთიანდებიან
შეგახსენებთ, რომ Vision Air-მა 2025 წლის ნოემბერში თბილისის მიმართულებითაც დაიწყო პირდაპირი ფრენები.











