ავიაკომპანია Vision Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის და მოლდოვასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის მიერ მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენები 1 ნოემბრიდან განხორციელდება, და კიშინაუ და თბილისი ერთმანეთს კვირაში სამი სიხშირით დაუკავშირდება.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე თვეა, SkyUp™-მა და Vision Air-მა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

ავიაკომპანია SkyUp™-მა ხელი მოაწერა პარტნიორობის შეთანხმებას S.R.L. VISION AIR-თან, რაც მის ფრენის ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს და დააჩქარებს კომპანიის გარდაქმნას გლობალურ ავიაგადამზიდავად.

ეს სტრატეგიული შეთანხმება მიზნად ისახავს მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და მრავალფეროვანი მოგზაურობის უზრუნველყოფას, ასევე რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესებას ევროპის, აზიისა და სხვა კონტინენტების ფარგლებში.

პარტნიორობის ფარგლებში, SkyUp™-ს ექნება უფლება, საკუთარი ბრენდით გაყიდოს VISION AIR-ისმიერ მოლდოვაში და მოლდოვიდან განხორციელებული რეისები. მიუხედავად იმისა, რეისი SkyUp™-ის მიერ განხორციელდება თუ VISION AIR-ის მიერ, მგზავრებს ელით ერთიანი, SkyUp™-ის სტანდარტების შესაბამისი სერვისი ყველა მარშრუტზე.

SkyUp™-ის ბრენდის ქვეშ რეისებს ამჟამად ახორციელებენ შემდეგი ავიაგადამზიდავები:

SkyUp Airlines LLC (დარეგისტრირებულია უკრაინაში)
SkyUp MT Limited (დარეგისტრირებულია მალტაში, ევროკავშირი)
VISION AIR (დარეგისტრირებულია მოლდოვაში)