მოლდოვის ხელისუფლებამ დაიწყო Air Moldova-ის შემოწმება, რომელმაც გასულ კვირაში კიშინიოვიდან 2000-ზე მეტი ფრენა გააუქმა, – განაცხადა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ლილია დაბიჟამ
„მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა დაიწყო Air Moldova-ის აუდიტი, რათა გამოავლინოს ამ კომპანიის მიერ ჩადენილი რისკები ან დარღვევები. მე აღვნიშნავ, რომ Air Moldova არის კერძო კომპანია და არა სახელმწიფო ორგანიზაცია. როგორც კი გვექნება შედეგები ან დასკვნები აუდიტის შედეგებიდან შეგვატყობინებთ“, – განმარტა დაბიჟამ.
2 მარტიდან Air Moldova-მა ყოველდღიური ფრენების გაუქმება დაიწყო. მათ შორისაა ფრენები პრაღის, ვარშავის, თბილისის, სტამბულის, რომის, დიუსელდორფის, ბოლონიისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. კომპანიის წარმომადგენლებმა ეს ოპერაციული პრობლემებით ახსნეს.