უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მოლდოვაში „საჰაერო სივრცეში მაღალი რისკის გამო“ ფრენების შეჩერების შესახებ განაცხადა. AviaNews-ი დაინტერესდა, ფრენების შეჩერებას ან რეისების შემცირებას ხომ არ განიხილავს საქართველოს ბაზარზე 2022 წლის ბოლოს შემოსული ავიაკომპანია Air Moldova?
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში AviaNews-ს უთხრეს, დღეისათვის Air Moldova კიშინეუ-თბილისი-კიშინეუ საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით ოპერირებს, ზაფხულის სეზონზე კი კიშინეუდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიური რეისებს დაწყებას.
TAV Georgia-ს ინფორმაციითვე, Air Moldova თბილისის გარდა წელსვე ფრენებს შეასრულებს ბათუმის მიმართულებითაც. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
ხოლო რაც შეეხება მოლდოვურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Flyone-ს, ის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აპირებს ყოველდღიურ რეისებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებაზე.