მოლდოვის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოლდოვის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია განგაშის წითელი კოდი და გახანგრძლივდა ჯანდაცვის სფეროში არსებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებას, დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

ძირითადი რეგულაციები: 

  • აუცილებელია სოციალური დისტანციის 1 (ერთი) მეტრის დაცვა, შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობის მიუხედავად.
  • აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამედიცინო ნიღბის/პირბადის გამოყენება (მათ შორის ღია სივრცეში).
  • შეზღუდულია მოქალაქეთა შეკრება საჯარო ადგილებში ჯგუფებად 3 (სამი) ადამიანზე მეტი (პარკები, სანაპიროები, ტყეები და სხვა)
  • შეზღუდულია 63 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილება ამისი გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე (დაშვებულია სახლიდან გასვლა, მხოლოდ უახლოეს მაღაზიამდე, აფთიაქამდე ან საავადმყოფომდე ან/და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე).
  • შეზღუდულია სარეკრეაციო ზონებით, პარკებით, სკვერებით, სპორტულ მოედნებით, საბავშვო მოედნებით სარგებლობა.
  • შეზღუდულია კინოთეატრების, თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ფუნქციონირება, სადაც გათვალისწინებულია მაყურებელთა დასწრება.

მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის წესი:

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი კლასიფიკაცია, რომელიც ადგენს ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნების სიას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან/და მოქალაქეობის არმქონე პორები, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკაში ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან მიემგზავრებიან, ქვეყანაში შემოსვლას  შეზღუდვის გარეშე შეძლებენ. აღნიშნული, პირები მოლდოვის რესპუბლიკაში შემოსვლისას არ შეავსებენ სპეციალურად შემუშავებულ ეპიდემიოლოგიურ ბარათს და არ დაექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან მომავალ უცხოელებზე შენარჩუნდება მოლდოვის ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვა, ხოლო ქვეყანაში შემოსვლას გამონაკლისი სახით შეძლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

  1. მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების ოჯახის წევრები;
  2. მოლდოვის რესპუბლიკის გრძელვადიანი ვიზის, ბინადრობის ნებართვისა ან/და მოლდოვის მთავრობის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული სხვა სახის ნებართვის მქონე პირები;
  3. პირები, რომლებიც „პროფესიული ინტერესებიდან“ გამომდინარე მოემგზავრებიან მოლდოვის რესპუბლიკაში – ვიზების, ბინადრობის ნებართვის ფლობის ან/და მოლდოვის ხელისუფლების მიერ გაცემული სხვა სახის თანხმობის შემთხვევაში და მოლდოვის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული ან და ფიზიკური პირის მიერ გაცემული ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;
  4. უცხოელი მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც მოლდოვაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მოემგზავრებიან;
  5. მოლდოვის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრები;
  6. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე უცხოელი მასწავლებლები;
  7. მოლდოვაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
  8. ტრანზიტული მიზნით მომავალი პირები;
  9. სამედიცინო მიზნით მომავალი პირები.
  10. მოლდოვის რესპუბლიკაში მომავალი უცხოური მედიის წარმომადგენლები/ჟურნალისტები რომლებიც ფლობენ შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ სააკრედიტაციო ბარათს იხილეთ აკრედიტაციის მიღების პროცედურები

შენიშვნა უცხოელი ან/და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში მოემგზავრება წითელი ზონის ქვეყნიდან და ქვეყანაში შემოსასვლელად, ტრანზიტად, იყენებს მწვანე ზონის ქვეყანას, კლასიფიცირდება, როგორც წითელი ზონის ქვეყნიდან მომავალი პირი.

შენიშვნა: უცხოელი ან/და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში მოემგზავრება მწვანე ზონის ქვეყნიდან და ქვეყანაში შემოსასვლელად, ტრანზიტად, იყენებს წითელი ზონის ქვეყანას, კლასიფიცირდება, როგორც წითელი ზონის ქვეყნიდან მომავალი პირი.

23 ნოემბრიდან  – 7 დეკემბრის ჩათვლით ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებს განეკუთვნებიან:

ავსტრიის რესპუბლიკაპანამის რესპუბლიკა
ალბანეთის რესპუბლიკაპოლონეთის რესპუბლიკა
ამერიკის შეერთებული შტატებიპორტუგალიის რესპუბლიკა
ანდორას სამთავრორუმინეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროებირუსეთის ფედერაცია
არგენტინის რესპუბლიკასან-მარინოს რესპუბლიკა
ბაჰრეინის სამეფოსაფრანგეთის რესპუბლიკა
ბელარუსის რესპუბლიკასაქართველო
ბელგიის სამეფოსლოვაკეთის რესპუბლიკა
ბოსნია და ჰერცეგოვინასლოვენიის რესპუბლიკა
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკასომხეთის რესპუბლიკა
დანიის სამეფოტუნისის რესპუბლიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოუკრაინა
ესპანეთის სამეფოუნგრეთი
ესტონეთის რესპუბლიკაქუვეითის სახელმწიფო
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოყატარის სამეფო
ირანის ისლამური რესპუბლიკაშვედეთის სამეფო
ირლანდიაშვეიცარიის კონფედერაცია
ისრაელის სახელმწიფოჩეხეთის რესპუბლიკა
იტალიის რესპუბლიკაჩილეს რესპუბლიკა
კანადაჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
კოლუმბიის რესპუბლიკახორვატიის რესპუბლიკა
კოსტა-რიკის რესპუბლიკააზერბაიჯანის რესპუბლიკა
ლიბანის რესპუბლიკაბულგარეთის რესპუბლიკა
ლიბიაკვიპროსის რესპუბლიკა
ლიეტუვას რესპუბლიკაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ლუქსემბურგის საჰერცოგოსაბერძნეთის რესპუბლიკა
მალტის რესპუბლიკაყირგიზეთის რესპუბლიკა
მაროკოს სამეფოლატვიის რესპუბლიკა
მონაკოს სამთავროლიხტენშტაინის სამთავრო
მონტენეგროს რესპუბლიკანორვეგიის სამეფო
ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკასერბეთის რესპუბლიკა
ნიდერლანდების სამეფო 

იხილეთ ბმული

სამართლებრივი პასუხიმგებლობა: 

პირები, რომლებიც დაარღვევენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომებს დაჯარიმდებიან ან/და მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში, კერძოდ:

  • სამედიცინო ნიღბის/პირბადის არასწორად გამოყენების, სოციალური დისტანციის დარღვევის ან/და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის ( 3 ზე მეტი ადამინაი) შემთხვევაში – ჯარიმა 25,000 MDL ოდენობით
  • ეპიდემიოლოგიურ კითხვარზე არასრული ან არაზუსტი მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში – ჯარიმა 25,000 MDL-მდე ოდენობით.
  • დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ზომების (მაგ. საკარანტინო რეჟიმის დარღვევა) შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა 36,000 – დან 50,000 MDL– მდე ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით

COVID-19 – ზე ტესტირება:  

COVID-19- ზე ტესტის ჩატარება შესაძლებელია, როგორც საჯარო, ასევე კერძო ლაბორატორიებში. კერძო ლაბორატორიებში ტესტის ჩატარების საფასური დაახლოებთ 700 – 800 MDL (35-40 EUR).

სასარგებლო ბმულები:

  • მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის წესების შესახებ – https://mfa.gov.md/ro/content/alerte-de-calatorie-covid-19 ( რუმინულ ენაზე)
  • მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის პოლიციის ოფიციალური ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის წესების შესახებ – http://border.gov.md/index.php/ro/covid-19/5528-masuri-de-prevenire-si-control-a-infectiei-covid-19-la-traversarea-frontierei-de-stat-a-republicii-moldova?fbclid=IwAR04G0h6AZdkfzC9pWwJksRzznnFueWsoaCQUN2dDkURoz6vDP-io9iEN-w ( რუმინულ ენაზე)
  • მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის პოლიციის ოფიციალური ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ე.წ. წითელი ზონის ქვეყნების შესახებ – http://border.gov.md/images/newsphotos/2020/septembrie/1%20-%2014%20septembrie%202020.jpg (რუმინულ ენაზე)
  • მოლდოვის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოლდოვის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული კომისიის 2020 წლის 21 აგვისტოს №26 დადგენილების  შესახებ – https://msmps.gov.md/minister/comunicare/noutati/ (რუმინულ ენაზე)