თურქეთი ნებისმიერ დროს განაგრძობს ტურისტების გაოცებას და სიამოვნებას საკუთარი საკუთარი საინტერესო ადგილებით. დღეს მინდა ქალაქ იზმირზე გესაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქალაქია თურქეთის.

იგი ძველ დროში ბერძნებმა დაარსეს, შემდეგ რომაელებმა დაიპყრეს და ბოლოს, ისევ ალექსანდრე დიდმა აღადგინა.  საბოლოოდ ეს ლამაზი ქალაქი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა და შთამომავლიბას უამრავი ღირსშესანიშნაობაც შემოუნახა.

ქალაქი მდებარეობს ეგეოსის სანაპიროზე. აქ  განთავსებულია დიდი საზღვაო პორტი. იზმირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია თურქეთში და მისი მოსახლეობა 4 მილიონზე მეტს ითვლის. კლიმატი ზაფხულში ზომიერად თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარში კი საკმაოდ გრილი. აქ ტურისტების დიდი ნაკადი მოდის ივლისში, აგვისტოში და შემოდგომაზეც არანაკლებ. ისე როგორც სხვა დიდ ქალაქებში იზმირშიც არის ტურისტებისთვის დასათვალიერებელი  და მიმზიდველი ადგილები.

იზმირის ღირშესანიშნავი ადგილებია:

აგორა სმირნი – ჩ.წ.ა. მე-2 საუკუნეში აშენებული ბაზრის ნანგრევები

კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე – გაშენებულია ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში

კონაკის მოედანი – აქ შემონახულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი შენობა-ნაგებობები

ქემერალდის ბაზარი – ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია მტელს თურქეთში. აქ მდებარეობს იზმირში ყველაზე უძველესი მეჩეთი „ხისარი“

იზმირის მუზეუმები – აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ათათურქის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი

იზმირის კულტურის პარკი – საუკეთესო ადგილია წყნარი და კულტურული დასვენებისათვის.