ვისაც ისტორია გაინტერესებთ და ძველი რომაულ-ბერძნული კულტურა, მაშინ უნდა ეწვიოთ ქალაქ ეფესოს, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი ტურისტი ჰყავს. ეფესო იყო უძველესი ბერძნული და მოგვიანებით, რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე, დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინცია სელჩუკის მახლობლად. კლასიკურ ბერძნულ ხანაში ის წარმოადგენდა იონთა ლიგის თორმეტი ქალაქიდან ერთ-ერთს. რომაულ პერიოდში ეფესო მრავალი წლის განმავლობაში რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი იყო და თავისი რანგით მხოლოდ იმპერიის დედაქალაქს, რომს ჩამოუვარდებოდა. ეფესოს მოსახლეობა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში 250000-ს აღემატებოდა, რის გამოც, ის მსოფლიოშიც მეორე უდიდეს ქალაქად მიიჩნეოდა.
ქალაქი განთქმული იყო არტემიდას ტაძრით (დასრულდა ჩვ.წ.აღ-მდე 555 წელს), რომელიც უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას მიეკუთვნებოდა. ტაძარი საბოლოოდ განადგურდა იოანე ოქროპირის მიმდევრების მიერ, ჩვენი წელთაღიცხვით 401 წელს. იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა ქალაქის დიდი ნაწილი ხელახლა ააშენა და აღმართა ახალი საჯარო აბანოები. ეფესო ნაწილობრივ კვლავ დაინგრა მიწისძვრის შედეგად ჩვენი წელთაღღიცხვით 614 წელს. ქალაქის, როგორც კომერციული ცენტრის მნიშვნელობა თანდათანობით შესუსტდა მას შემდეგ, რაც მდინარე კეისტროსმა დატბორა ნავსადგური (Кьзьк Menderes).
ეფესო წარმოადგენდა აზიის შვიდ ეკლესიათაგან ერთ-ერთს. იგი ასევე ის ადგილია, სადაც ძველად მდებარეობდა გლადიატორთა დიდი სასაფლაო.
ყოველ წელს ეფესოს მრავალი ვიზიტორი ჰყავს, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს ისტორიული საოცრება და ისიამოვნეთ შორეული წარსულით.