დღევანდელ თურქეთში ძველად უამრავი ცივილიზაცია არსებობდა. ისინი საუკუნეების მანძილზე მართავდნენ ანატოლიის რეგიონს და ამით ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ხეთების სამეფო, რომელიც ანატოლიის პირველ იმპერიად ითვლება. ხეთების უზარმაზარი იმპერია ვრცელდებოდა მთელ თანამედროვე ანატოლიაში. ხეთების ბილიკი გთავაზობთ შესაძლებლობას, შეისწავლოთ აღნიშნული ცივილიზაცია, მისი ისტორიული დასახლებები და გაეცნოთ მათ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. თავისი 450-წლიანი მეფობის განმავლობაში ამ ძლევამოსილმა იმპერიამ მრავალი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში.
ალაჯაჰოიუკი, ჩორუმი (Alacahöyük, Corum)
ალაჯაჰოიუკი მდებარეობს ქალაქ ჩორუმიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში, ალაკას რაიონის ამჟამინდელ საზღვრებში. ეს არის ხეთების ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებმაც შექმნეს ხეთების მთავარი კულტურა და ისტორია. იგი არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. აღსანიშნავია, რომ აქ არის აღმოჩენილი „მეფეთა სამარხები“, რომელიც ვარაუდობენ, რომ ბრინჯაოს ხანის უძველეს ცივილიზაციას ეკუთვნის. აღნიშნული დასახლებები 6000 წელზე მეტხან სითვლის.
ხეთების ბილიკი, რომელიც 385 კილომეტრი სიგრძისაა, მოიცავს 17 საფეხმავლო ბილიკს, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით 236 კილომეტრითაა დაშორებული. ხეთების დასახლება ალაკაჰოიუკი გამოირჩევა ვრცელი თავდაცვითი სისტემებით და შთამბეჭდავი კარიბჭეებით, რომლებიც აშენდა შემოსევების შესაჩერებლად. სფინქსის კარიბჭე არის ქალაქის ორი მთავარი შესასვლელი კარიბჭიდან ერთ-ერთი, რომელიც გამოსახულია კოშკებით, ქვის ბლოკებითა და გარე კედელზე მოჩუქურთმებული დეტალებით.
ხათუსა (ხეთების იმპერიის დედაქალაქი), ჩორუმი (Hattuşa, Corum)
შემდეგი გაჩერება არის ხათუსა ბოღაზკალეს რაიონში. ხათუსა – ხეთების სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ჩორუმის პროვინციაში მდებარეობს. იგი აღმოჩენილია 1834 წელს, თუმცა თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით. ქალაქი ცნობილია ისტორიული, ძველი ტაძრების, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებით, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც ძლიერი იმპერიული ერის სამყოფელი იყო.
აქ არსებული ისტორიული ადგილებიდან თქვენ შეძლებთ „ლომთა კარიბჭის”, “სფინქსთა კარიბჭის” , “სამეფო ” და “მიწისქვეშა კარიბჭის ნახვას”, რომელიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობს. ძალიან გაგაოცებთ სფინქსების ქანდაკებები, რომლებიც ცალ-ცალკე რაღაც საინტერესო ისტორიას გიყვებიან.
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ხათუსა შეიტანეს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.