დოლმაბაჰჩე არის თურქი სულთნების სასახლე, რომელიც სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროს ევროპულ მხარეს მდებარეობს. სასახლე აგებულია 1842-1853 წლებში, აბდულ-მეჯიდ |-ისთვის, რომელმაც თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლე დაიწუნა და გადაწყვიტა, ბაროკოს სტილის სასახლე აშენებულიყო მისთვის.
სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ექვივალენტი დაჯდა. სასახლის ჭერისთვის თოთხმეტი ტონა ოქრო ოქროს ფირფიტების სახით იქნა გამოყენებული.
შენობა სტილი დასავლური სტილისაა, ბაროკოს, როკოკოსა და ნეოკლასიკური ტრადიციებით, რომელშიც შერწყმულია ოსმალეთის ტრადიციული კულტურა და ხელოვნება. ფუნქციურად შენობა ესადაგება ტრადიციული ოსმალური სასახლის ცხოვრებას და ასევე თურქული სახლის ადათებს.
დოლმაბაჰჩეს სასახლეში 1856 წლიდან ექვსი სულთანი ცხოვრობდა, 1924 წელს სახალიფოს გაუქმებამდე. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც აქ ცხოვრობდა იყო ხალიფა აბდულმეჯიდ ეფენდი. 1924 წლის 3 მარტს მიღებულმა კანონმა სასახლე ახალი რესპუბლიკის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მუსტაფა ქემალ ათათურქი, თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელი, სასახლეს საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. ათათურქმა აქ გაატარა მისი უკანასკნელი დღეები და აქ გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს.
მსოფლიოს უდიდესი ბოჰემური ბროლის ჭაღი სასახლის ცენტრალურ დარბაზშია დაკიდული. ჭაღს 750 ნათურა აქვს და 4,5 ტონას იწონის. დოლმაბაჰჩეს ბოჰემიური და ბაკარას ბროლის ჭაღების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში.
დოლმაბაჰჩე თავდაპირველად ბოსფორის ყურეზე იდგა, თუმცა XVIII საუკუნეში მის ირგვლი ტერიტორია თანდათან შეივსო და აქ საიმპერატორო ბაღი გაშენდა, რაც სულთნების საყვარელი ადგილი იყო. ბაღი მართლაც შევსებულია, უამრავი ფერადი ყვავილით, შადრევნით, ქანდაკებებით.
დოლმაბაჰჩეს სასახლე ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ჰარემი და პალასი. პალასში ძირითად განლაგებულია მისაღები ოთახები, სადაც ტარდებოდა სახელმწიფო შეხვედრები. ჰარემი კი ტურისტებისთვის მეტად საინტერესოა. ჰარემის ნაწილში განლაგებულია სულთნების, ხარჭების, უფლისწულების ოთახები, ასევე ტრადიციული თურქული მარმარილოს აბანოები.
Вы отправили