თურქეთი მსოფლიოში ცნობილია საუკეთესო საზღვაო კურორტებითა და  კულტურული ღირსშესანიშნაობებით. იგი ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს.  მოგეხსენებათ, Cittaslow („ნელი ქალაქი“) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი საერთო ტემპის შენელებით ყველა სფეროში. სწორედ ამ ქსელში არსებობს ქალაქები , რომლებიც ტურისტებისთვის საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადეგნს.

იზმირის პროვინცია: სეფერიჰისარი და ფოჩა

ეგეოსის ზღვის გასწვრივ მდებარე იზმირის პროვინცია მოიცავს ქალაქ იზმირსა და რამდენიმე ულამაზეს  კურორტს, რომლებიცაა ჩეშმე, ალაჩათი, ურლა და კუშადასი. ამ მხრივ აღსანიშნავია  კურორტი სეფერიჰისარიც, რომელიც   თურქეთის პირველი ნელი ქალაქი და Cittaslow ქსელის წევრია 2009 წლიდან. ქალაქმა წლების მანძილზე  განახორციელა მდგრადობის ინიციატივები. მაგალითად, ერთ-ერთია მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონების შექმნა , ასევე პლასტმასის ბადისებრი ჩანთებით ჩანაცვლება და სხვ.   აღსანიშნავია სეფერიჰისარის ადგილობრივი ბაზარი, რომელიც კვირა დღეს განსაკუთრებით აქტიურია. ადგილობრივი და რეგიონული პროდუქციები. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ქალაქს მანდარინის მთავარ ქალაქად მოიხსენიებენ, რადგან აქ ყოველწლიურად ნოემბრის თვეში, მანდარინის სეზონი იწყება და ამასთან, ტარდება მანდარინის ფესტივალიც (Mandalina Shenliği). ბუნებრივია, ტერიტორიას აქვს ანტიკური ისტორიული ადგილები, მათ შორის უძველესი ქალაქი თეოსი – იონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლება.

ფოჩა

აღსანიშნავია ქალაქი ფოჩა, რომელიც გთავაზობთ ისტორიის, ბუნებისა და ზღვის გამორჩეულ ნაზავს. ამ კურორტის სანაპიროები გთავაზობთ სახალისო აქტივობებს, როგორიცაა ცურვა, ნაოსნობა, კანოე და სხვ. ქალაქი რამდენიმე ნაწილისგან შედგება – Eski Foça, Yeni Foça, Bağarası და Ilıpınar. აღსანიშნავია ადგილობრივი კულინარია, რომელიც არის საოცრად მრავალფეროვანი.  აქ საღამოობით სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ უგემრიელესი მიდიებით, ზღვის სხვა პროდუქტებით და  დააგემოვნონ ფოჩას ყურძნისგან დამზადებული ადგილობრივი ღვინო.

აკიაკა

ეს პატარა ქალაქი , რომლის  მოსახლეობაც დაახლოებით 2500 კაცს  შეადგენს – ეგეოსის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ზოგიერთი ბევრად უფრო ხმაურიანი მეზობლისგან, ბოდრუმისა და მარმარისისგან – თურქეთის ორი უმსხვილესი კურორტისგან  შორს არ არის. შესაძლოა, სწორედ მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მაშინდელმა მერმა, აჰმეტ ჩალჩამ (Ahmet Çalça), 2011 წელს საერთაშორისო Cittaslow მოძრაობაში გაერთიანება გადაწყვიტა, რამაც აკიაკა თურქეთის მეორე „ნელ ქალაქად” (”slow town”) აქცია . აკიაკაში აუჩქარებლად საუზმობისას რთულია წარმოიდგინო, რომ ამ მშვიდობიან ატმოსფეროს რაიმე დაარღვევს. იხვები და ბატები პურისთვის გროვდებიან, იქვე თევზების მუქი გუნდები დაცურავს და ხასხასა მწვანე წყალმცენარეები ნელა ირხევა ტბაში, რომელშიც ყინულოვანი წყაროები ჩაედინება.

ანტალიის სამოთხე – ფინიკე

ფინიკე – ეს არის ანტალიის ისტორიული ქალაქი, რომელიც  რამდენიმე დღის წინ Cittaslow-ს საერთაშორისო ასოციაციში გაწევრიანდარომელსაც ორგანიზაციის მხრიდან ჩატარებული კვლევების შედეგად,  „მშვიდი უბნის“ წოდება მიენიჭა. ამან კი, ტურისტული მიმართულებით კიდევ უფრო განამტკიცა მისი რეპუტაცია.ფინიკე უნიკალური დასასვენებელი კურორტია თავისი თვალწარმტაცი  ბუნებითა და სასიამოვნო პლაჟებით.  მაგალითად, აქ ტურისტებს იზიდავს გოკბუკის კანიონი (Gökbuk Canyon), რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 4 კილომეტრზე.  სულუინის მღვიმე (Suluin Mağarası), სადაც სტალაქტიდები, ტრავერტინები და დიდი და მცირე ზომის აუზებია თავმოყრილი. ასევე გოკლიმან ბეი (Gökliman Bay), ანდრეა დორიას ყურე და სხვა მრავალი საინტერესო ადგილი, რომლებსაც ტურისტები ქემფინგის, პიკნიკისა და სხვა აქტივობების განსახორციელებლად იყენებენ.