მზად ხართ მოიაროთ თურქეთი ველოსიპედით? ხმელთაშუა ზღვიდან ეგეოსამდე, გაიაროთ ულამაზესი ყურეები და მიჰყვეთ უძველესი ცივილიზაციების კვალს, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ თურქული სამზარეულოს დაგემოვნება დელიკატესებით, რომელიც   უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.  ასევე თურქეთში მათთვის, ვისაც უყვარს ველოსიპედით მოგზაურობა, ქემფინგისა და გლამფინგისთვის შესანიშნავი ადგილებია მოწყობილი.

აღსანიშნავია  “ველოსიპედისტთა ჯგუფის განსახლების ობიექტის”  სერტიფიკატი, რომელიც თურქეთმა  ველო ტურიზმისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად დააწესა. იგი ენიჭება იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: უსაფრთხო პარკინგის უზრუნველყოფა ველოსიპედისტთათვის, შესაბამისი პერსონალის დასაქმება ადგილობრივ ველო მარშრუტებზე, კონკრეტული ადგილი მოწყობა ველოსიპედის შეკეთება/რემონტისთვის  და ა.შ

ევროველო (EuroVelo)

თურქეთი მონაწილეობს პროექტ EuroVelo-ში , რომელიც არის ევროპის ველოსიპედისტთა სამარშრუტო საქალაქთაშორისო ქსელი.  იგი ერთმანეთთან აკავშირებს  ევროპის ქვეყნებს და აერთიანებს 17 სხვადასხვა ველო მარშრუტს, რომელშიც შედის ქალაქი იზმირი, ედირნესი და კირკლარელი.  ველოსიპედით ქვეყნის შესწავლისას თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი მოგზაურობა შეიქმნათ ისტორიასა და ბუნებაში და ისიამოვნოთ მათი დათვალიერებით.  აღსანიშნავია, რომ  EuroVelo 8 თურქეთში შედის იზმირის დიკილის პორტიდან და გადის პერგამონის უძველეს ქალაქზე (İzmir Kuş Cenneti – იზმირის ფრინველთა სამოთხე), კარშიიაკაზე, ალსანჩაკზე, სეფერიჰისარზე, სიღაჯიკზე, ურლასა და ალაჩათიში, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს გრძელი გზა კი მთავრდება უძველეს ქალაქ ეფესოში, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ძეგლად მოიაზრება.

თურქეთის ეგეოსის რეგიონი

“თურქული” ეგეოსი გადაჭიმულია სამხრეთით,  ქალაქ ჩეშმედან ქუშადასის გავლით ქალაქ ფეთჰიემდე.  მარმარილოსა და ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ეგეოსის რეგიონს ოფიციალურად უწოდებენ “ეგერის რეგიონს” (tr. Ege Bölgesi) და იგი შედგება რვა პროვინციისგან: აფიონი, აიდინი, დენიზლი, იზმირი, კუტაჰია, მანისა, მუგლა და უსაკი. თურქეთის ეგეოსის სანაპირო თითქმის 3000 კილომეტრი სიგრძისაა. აქ ტურისტები მოგზაურობისას  ნახავენ უძველეს ქალაქებს თავისი კულტურული ძეგლებით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით, დიდი ბაზრებითა და გასართობი ადგილებით.

EuroVelo 8-ის მარშრუტზეა იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქალაქები ბერგამა და ეფესო, ასევე Cittaslow-ს ქალაქები – ფოჩა, სეფერიჰისარი და იენიფაზარი (Yenipazar) და  ა.შ

უფრო მეტიც, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა თურქული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, ადგილობრივი ზეთისხილი,  გემრიელი და ჯანსაღი კერძები და სხვ.

თურქული რივიერა

ეს გზები მიგიყვანთ თურქულ რივიერაზე, სადაც შეხვედებით დიდებულ კუროს მთებს, კანიონებს,  ტყეებს შორის “დამალულ” უძველეს ქალაქებს და მრავალ კულტურულ ღირსშესანიშნაობას, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

კაპადოკია

კაპადოკია, რომელიც ჯადოსნურ მიწას წააგავს თავისი ზღაპრული კლდოვანი ადგილებით, მშვენიერი ადგილია ველოსიპედით შესასწავლად.   თქვენ აქ ველო მოგზაურობისას შეხვდებით უძველეს ეკლესიებსა და მიწისქვეშა ქალაქებს, სადაც ასობით მეტრს ქვემოთ აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და შეიგრძნოთ იქაური „სიძველე“.  ასევე უნდა დარჩეთ  კეთილმოწყობილ  “კლდოვან”   სასტუმროებში და დააგემოვნოთ ათასი წლის ღვინოები.

 

ფოტო: move2turkey.com