ბრიტანულმა ტურისტულმა სააგენტომ მოგზაურობის დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ერთგვარი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა AI-ს ინტენსიურად იყენებს.
მომხმარებელთა 73% მთელ მსოფლიოში იყენებს ან სურს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი მოგზაურობასთან დაკავშირებული ამოცანებისთვის. 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები ყველაზე მეტად იყენებენ AI ინსტრუმენტებს – 86%. 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები ოდნავ ნაკლებად იყენებენ AI ინსტრუმენტებს.
ტურისტულმა სააგენტომ კვლევა 8 ქვეყნიდან 10 000 მომხმარებლის მონაწილეობით განახორციელა. თავად კვლევა კი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან მოგზაურებში ჩაატარა.