მოგზაურობის ინდუსტრიაში ხელფასები იზრდება, ამის შესახებ საუბარია C&M Travel Recruitment-ის მიერ მომზადებულ Travel Salary Index-ში.
2023 წლის პირველ ნახევარში საქმიანი მოგზაურობის სექტორი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,23%-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ბიზნეს-ტურიზმში ახალი თანამშრომლის საშუალო ხელფასი $41,000-ია, რაც 23,33%-ით მეტია 2019 წლის პირველ ნახევრის მონაცემებთან შედარებით.
მთლიანობაში, ტურიზმის ინდუსტრიაში ხელფასები ამ წლის პირველ ნახევარში 12,58%-ით გაიზარდა და 42,8 ათასი დოლარი შეადგინა, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით კი ზრდა 21%-ია (7,4 ათასი დოლარით).
ეს სტატისტიკა ძირითადად ინდუსტრიის ლიდერებზე (მათ, ვინც გამოიმუშავებს $50,000-ზე მეტს) დაყრდნობითაა შედგენილი: 2023 წლის პირველ ნახევარში მათ დაიწყეს 17%-ით მეტი მიღება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„მოგზაურობის ინდუსტრიაში ნიჭის მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ყოველთვის შედარებით დაბალი ხელფასები იყო. მოგზაურობა განიხილება რაღაც სახალისოდ, ინდუსტრიად, რომელშიც სასიამოვნოა მუშაობა, მაგრამ თანახმა იქნებით მცირე ხელფასზე? საბედნიეროდ, ჩვენ ახლა ვხედავთ ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას ინდუსტრიაში,” – თქვა C&M Travel-ის რეკრუტირების დირექტორმა ბარბარა კოლოსინსკამ.