ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი, რომლის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლაც უკვე გადაწყვეტილია, რეისებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში შეასრულებს. ავიაკომპანია Ryanair-ი მილანიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს მარსელისა და ბოლონიის აეროპორტებიდან კვირაში 2-2 სიხშირით განახორციელებს.
Ryanair-ი ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის წელიწადში 139 მლნ მგზავრს ემსახურება. დღეში ავიაკომპანია 2400 ფრენას ახორციელებს და 87 ბაზა გააჩნია. ფრენებს კომპანია 37 ქვეყნის 224 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის მფლობელობაში 475 ხომალდი, მათი უმრავლესობა კი Boeing 737 ტიპისაა. Ryanair Holdings plc ევროპის უმსხვილესი საავიაციო ჯგუფია. მისი შვილობილი კომპანიებია Ryanair DAC, Lauda, Buzz და Ryanair UK. ჯგუფი 1985 წელს შეიქმნა და 19 000-მდე ავიაპერსონალი ჰყავს.