ევროპის აეროპორტების ასოციაციაში –  ACI Europe მიიჩნევენ, რომ მგზავრთნაკადი პანდემიამდელ მაჩვენებლებს იმაზე სწრაფად დაუბრუნდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს 500-ზე მეტ აეროპორტს 55 ქვეყანაში, განაცხადა, რომ განახლებული პროგნოზის მიხედვით, ევროპის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2019 წლის დონეზე 22%-ით ჩამორჩება. თუ კი შევადარებთ წინა პროგნოზს, მაშინ პანდემიამდელი დონესთან დაბრუნების მაჩვენებელი 32%ით იყო განსაზღვრული.
ACI Europe-მა განაცხადა, რომ ის ასევე ელის კრიზისამდე არსებული მაჩვენებლების აღდგენას 2024 წელს და არა 2025 წელს.
გაუმჯობესებული პროგნოზების მიუხედავად, ACI Europe ასევე ითვალისწინებს უკრაინაში ომს, მზარდ ინფლაციის, პერსონალის დეფიციტს და COVID-19 ვარიანტების შესაძლო გამოჩენას.