ავიაკომპანია Jet2-ის მანჩესტერ-ანტალიის რეისზე მგზავრის დებოშის გამო თვითმფრინავი ავარიულად ვენაში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი მგზავრი თავს დაესხა მგზავრებსა და სალონის ეკიპაჟის წევრებს. ინციდენტის შემდეგ პილოტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და  საჰაერო ხომალდმა ავსტრიაში, ვენაში ავარიული დაჯდომა განახორციელა. სადაც მგზავრი კი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს.
ცნობილი გახდა, რომ მგზავრი ჯერ ატირებულ ბავშვს გაუბრაზდა, მოგვიანებით კი ინციდენტი დაიწყო.