American Airlines-ის ერთ-ერთი მგზავრი რეისიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მან აირწინაღის მოხსნაზე უარი განაცხადა. თვითმფრინავის ბორტზე ის აირწინაღით ავიდა და ამ ეკიპირებით აპირებდა ფრენას. აირწინაღით მამაკაცმა ბორტზე მგზავრებში პანიკა გამოიწვია, თავის მხრივ კი მამაკაცი ახალი კორონავირუსისგან თავის დაცვას ცდილობდა.
თვითმხილველთა თქმით, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მამაკაცს “ნიღბის” მოხსნა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.
საბოლოოდ კი “ურჩი” მგზავრი რეისიდან მოხსნეს.