1057990750

უკრაინაში მგზავრები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს და ანტისხეულები გააჩნიათ შესაძლოა ქვეყანაში შესვლისას PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან განთავისუფლდნენ.

როგორც ირკვევა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურისტულ ბიზნესს შორის აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული რეგულაციებით, უკრაინაში შესვლის პირობები და წესები ასეთია:

  • უკრაინაში შესვლის დროს 12 წლამდე ასაკის ბავშვები – უცხოელები/მოქალაქეობის არმქონე პირები გათავისუფლდნენ  COVID-19-ზე უარყოფითი PCR ტესტის წარდგენის მოთხოვნის ვალდებულებისგან (ამ კატეგორიის პირთა უკრაინაში შესვლისთვის შესაბამისი დაზღვევის პოლისის მოთხოვნა კვლავ რჩება უცვლელი);
  • დაზუსტებულია პირთა თვითიზოლაციისადმი მოთხოვნები უკრაინაში შესასვლელად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით.

შეტანილი ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები, უკრაინაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს უკრაინაში შესასვლელად, ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, გარდა ამ პირებისა (თუ არ არსებობს საფუძველი, რომ ისინი კონტაქტში იყვნენ COVID-19-ით დაავადებულ პირთან):

  • 12 წლამდე ასაკის პირები;
  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსების მძღოლები და ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ასრულებენ რეგულარულ გადაზიდვებს, საჰაერო და საზღვაო, სამდინარო ხომალდების ეკიპაჟის წევრები, მატარებლებისა და ლოკომოტივების ბრიგადების წევრები;
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანსპლანტაციისთვის ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების გადაზიდვას;
  • პირები, რომლებსაც აქვთ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე.

პირის თვითიზოლაცია, ობსერვაცია წყდება COVID-19-ზე PCR ტესტირების უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, რომელიც ჩატარებულია უკრაინაში შესვლის შემდეგ.

მოთხოვნები მობილური აპლიკაციის („სახლში“) ინსტალაციისა და გააქტიურებისადმი იმ პირებისთვის, რომლებიც უკრაინაში/დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. სევასტოპოლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის/ტერიტორიიდან გასვლის მიზნით კვეთენ სახელმწიფო საზღვარს/საკონტროლო პუნქტებს და ამასთან დაკავშირებით ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, უცვლელი რჩება.  

ყველა უცხოელისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენა.

უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ უფლება შევიდნენ უკრაინაში და გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენენ სადაზღვეო პოლისს (მოწმობას, სერტიფიკატს), რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსი), და რომელიც დაფარავს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში (ვრცლად იხილეთ ბმული: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/244).