გამოკითხული მგზავრების 20%-ი, რომელიც ადასტურებენ რომ თვითმფრინავში სექსი ჰქონდათ, აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდში ინტიმური კავშირი დაამყარეს ბორტგამყოლთან. 30%-ი კი ამბობს, რომ სექსი უცნობ ადამიანთან ჰქონდათ. 37%-ი კი აღიარებს, რომ თვითმფრინავში სექსი მეუღლესთან ჰქონდათ. დარჩენილი 13%-ი აცხადებს, რომ დრო ნაცნობთან ერთად გაატარა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას The Sun-ი saucydates.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მთლიანობაში კი გამოკითხვაში მონაწილეობა 11 ათასმა მგზავრმა მიიღო.

რესპოდენტთა დაახლოებით 60% ამბობს, რომ სექსი თვითმფრინავის ტუალეტში ჰქონდათ, 31%-ის განმარტებით კი მათ ეს სავარძელზე მოახერხეს. 9%-ი აცხადებს, რომ მათ სექსი თვითმფრინავში საკვები პროდუქტების კარადასთან ჰქონდათ, ხოლო 1%-მა საზოგადოებრივი წესრიგი პირდაპირ პილოტის კაბინასთან დაარღვია.