აშშ-ში შიდა რეისის მგზავრებმა ბორტზე დაინახეს საშინელი მწერი, რომელიც სალონში გადაადგილდებოდა.
გასულ თვეში United Airlines-ის მგზავრმა გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს უზარმაზარი ტარაკანი, რომელიც თვითმფრინავის სალონის კედელზე თავისუფლად დარბოდა.
2021 წელს British Airways-ის ეკიპაჟმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ტარაკანი, რომელიც დაცოცავს ნიუ-იორკიდან ლონდონში მიმავალი თვითმფრინავის გალერეის მიდამოში. კიდევ ერთი სკანდალური ინციდენტი მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც ლონდონიდან ვანკუვერში მიმავალი Air Transat-ის თვითმფრინავის მგზავრებს უსიამოვნო სიურპრიზი დახვდათ: თვითმფრინავი ტარაკნებით იყო სავსე. ჩასხდომის დროს მგზავრებმა დაინახეს ათობით ტარაკანი, რომლებიც ზედ თაროებიდან ცვიოდნენ და რამაც მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია.
ზოგიერთი მგზავრი შიშისა და გაკვირვებისგან პანიკურად ყვიროდა. პრობლემა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ეკიპაჟმა გადაწყვიტა აფრენის გადადება და ბორტზე ექსტერმინატორების გამოძახება. მათ სავარძლები სპეციალური სითხეებით დაამუშავეს, მაგრამ ამ პროცესმა შედეგი არ გამოიღო. ერთმა მგზავრმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა განაცხადა, რომ მოისმინა ეკიპაჟის წევრების საუბარი, რომ მწერები საკვებშიც კი იყვნენ.
შვიდი საათის შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა ფრენის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. მგზავრები სასტუმროში დააბინავეს და კვების ვაუჩერები გადასცეს. მათ მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს ვანკუვერში გაფრენა.
ერთ-ერთი უცნობი ავიაკომპანიის ფრენის მგზავრმა გადაიღო ტარაკანი, რომელმაც მასთან ერთად სამი ათასი კილომეტრი იმგზავრა.
თვითმფრინავი ჩინეთის პროვინცია იუნანიდან ჟეჯიანში მიფრინავდა. ტარაკანი ილუმინატორის გარე და შიდა მინებს შორის აღმოჩნდა. მის გვერდით მჯდომ გოგონას იმედი ჰქონდა, რომ მწერი რამდენიმე წუთში დატოვებდა ტერიტორიას, მაგრამ ის იქ მთელი ფრენის განმავლობაში დარჩა.