ერთხელ, აფრენის წინ Air France-ს “ბოინგის” სალონში თაგვი დაინახეს. მღრღნელის გამო ფრენა 2 დღით გადაიდო! ??
??? არსებობდა საფრთხე, რომ თაგვი რომელიმე კაბელს გადაღრღნის. შედეგად, თვითმფრინავის 200-მა მგზავრმა ღამე სასტუმროში გაათია , ეკიპაჟის წევრები კი თაგვის დაჭერას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ბოლოს ბორტზე რამდენიმე კატა შეუშვეს, რომლებმაც ეს პრობლემა მარტივად გადაჭრეს.???
??? ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, მსგავსი დაემართათ British Airways-ის მგზავრებსაც, ბორტზე აღმოჩენილი თაგვის გამო, მათი ფრენა 4 საათით დაყოვნდა, მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენელმა ამ საკითხზე სახალისო კომენტარი გააკეთა:
?? “ვიცით, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობა თითქმის ყველას სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი ძალიან პატარა კლიენტის ბორტიდან გაბრუნება მოგვიწია, ყველა ორფეხა კალიფორნიაში უკვე მიფრინავს, ბოდიშს გიხდით შეფეხებისთვის.”✅✅✅

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

https://www.facebook.com/ssu.edu.ge/photos/a.232498586824701/3814150901992767/?type=3&theater