აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც ბაქო-ბათუმის რეისს ასრულებდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Buta Airways-ის თვითმფრინავი ბათუმში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის გამო ვერ დაჯდა და საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება Buta Airways-ის Embraer-ის თბილისში დაჯდომის შესახებ.
AviaNews-ის ინფორმაციით, ბათუმში ამინდის გამოსწორების ფონზე, ავიაკომპანია თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მალე შეასრულებს რეისს და საკუთარ მგზავრებს დანიშბულების ადგილზე ჩაიყვანს.