საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების (Austro Control) შვილობილ კომპანიას (Austro Control international (ACGi)) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს ინიციატივით, უწყების თანამშრომლებისთვის მეტეოროლოგიური მომსახურების ზედამხედველობის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება განხორციელდა (MET audit OJT).
მისიის ფარგლებში, განხილულ იქნა საინსპექციო შემოწმების ეტაპები და საქმიანობის შესაბამისობის დადგენის კუთხით არსებული ევროპული მოთხოვნები. სწავლება ითვალისწინებდა პრაქტიკულ ასპექტებს ინსპექტირების დაგეგმვის, საკონტროლო ბარათების შემუშავების, ადგილზე შემოწმების, აუდიტის ანგარიშის მომზადების, მაკორექტირებელი ქმედებების შეთანხმების და გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების გადამოწმების საკითხებზე.
Austro Control-იდან მოწვეული ექსპერტის ხელმძღვანელობით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა „საქაერონავიგაციის“ საინსპექციო შემოწმება განახორციელეს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებას. ინსპექტირების ფარგლებში, ჯგუფის მიერ შემოწმდა როგორც ადგილზე ფრენების მეტეოროლოგიური მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესები და დოკუმენტები, ისე შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის გამართულობა. სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე გაწეული ზედამხედველობა დადებითად შეფასდა ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების ექსპერტის მიერ. ამასთან, მისი მხრიდან გაზიარებულ იქნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რაც დაეხმარება სააგენტოს, მუდმივი ზედამხედველობის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებასა და სრულყოფაში.