ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 26 მაისისთვის სამივე საერთაშორისო და ორივე ადგილობრივ აეროპორტში სადღესასწაულო ბრენდირება განხორციელდა.
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთის სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამბროლაურში ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება მესტიაშიც. ღონისძიებებთან დაკავშირებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი ავიარეისი დანიშნა.