მესტიის თამარ მეფის აეროპორტში მგზავრთნაკადის 32%-იანი მატებაა. მგზავრი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში მესტიის თამარ მეფის აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 ათას 477 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი 2 ათას 2626 მგზავრი, შესაბამისად ზრდამ 32,41%-ი შეადგინა.
მესტიის თამარ მეფის აეროპორტმა 2017 წლის პირველ ნახევარში 3 ათას 246 მგზავრი გაატარა. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა 7%-იან ნიშნულზეა.