ერთი თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტში კომპანია ჰელიქსირის EURO copter AS 350 ტიპის ვერტმფრენი იქნება ბაზირებული. ვერტმფრენი ჰელისკის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, რაც საჰაერო ხომალდთან ერთად კვალიფიციური გიდის დახმარებით მთის ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ვერტმფრენი გერმანული კომპანია HTM ეკუთვნის, მისი დახმარებით სვანეთში ჩასული ტურისტები სრიალს ჰაწვალსა და თეთნულდზე შეძლებენ.

კომპანია ჰელიქსირი გუდაურში 10 წელია ჰელისკი მომსახურებას ეწევა. ჰელისკი მიზნით ტურისტული საქმიანობის დაწყებას ახლა უკვე მესტიაშიც გეგმავს. ოპერირებას მარტსა და აპრილში მესტიის აეროპორტიდან დაიწყებს, სადაც ჰელიქსირის ბაზა იქნება განთავსებული.