მეორე კვარტალში Air France-KLM-ის წმინდა მოგება 5-ჯერ შემცირდა და 121 მლნ ევრო შეადგინა. ერთი წლით ადრე კი აღნიშნული მაჩვენებელი 604 მლნ ევროს დონეზე იყო.
ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში საოპერაციო მოგება 30%-ით, 733 მილიონი ევროდან 513 მილიონ ევრომდე დაეცა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ნეგატიურმა ეფექტმა, ამ ქალაქში საერთაშორისო რეისებზე მგზავრების რაოდენობის შემცირების გამო, 40 მილიონი ევრო შეადგინა (მე-3 კვარტალში მოსალოდნელია 150-170 მილიონი ევროს ფარგლებში).
შემოსავალი ბოლო კვარტალში 4,3%-ით გაიზარდა და 7,949 მილიარდ ევროს შეადგინა.
თავად კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ანალიტიკოსებმა შემოსავალი 7,94 მილიარდ ევროდ შეაფასეს, ხოლო საოპერაციო მოგება 547 მილიონ ევროდ.
გასულ კვარტალში ჯგუფის ავიაკომპანიებმა 25,743 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 4,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფრენის დატვირთვა არ შეცვლილა და ისევ 87,7% შეადგინა.