Menu.ge, დრონით მიტანის მომსახურებას ამატებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სერვისი შეეხება ცენტრალურ უბნებს და ისეთ შეკვეთებს, რომლებიც რესტორნიდან 10-12 წუთის საფრენ მანძილზე.

„ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება საკვების მიტანის დრო და დრონით მიტანის სერვისის დამატება, ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობს. დრონს არ ეხება საცობებისა და ამინდის პრობლემა. თანაც, საფრენი მანძილი ჩვეულებრივ მანძილზე გაცილებით მოკლეა”- ამბობს Menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე.

ასეთ შეკვეთებზე, კომპანია მიტანის საფასურს არ ითხოვს. დრონის ადგილზე მისვლისთანავე, მომხმარებელი, სპეციალურ შეტყობინებას, აპლიკაციით მიიღებს.

„დრონის უსაფრთხოება დაცულია სპეციალური სისტემითა და კამერებით, ყუთის გახსნას კი მხოლოდ ის მომხმარებელი შეძლებს, ვისაც სპეციალური კოდი იქნება“.  

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სერვისი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.

წყარო: .marketer.ge