Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 2024 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები გააზიარა წლიური ანგარიშის – Flying Towards Sustainibility-ის ფარგლებში. აღნიშნული ანგარიში ასახავს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და ინდუსტრიული ინოვაციების განვითარების მიმართულებით.
პროგრესი ნახშირბადის ემისიების შემცირებაში
Wizz Air-ის მიზანია, 2030 წლისთვის თითო სამგზავრო კილომეტრზე ნახშირბადის ემისიები 25%-ით შეამციროს, რაც ინდუსტრიის გრძელვადიანი დეკარბონიზაციის მიზნებთანაა დაკავშირებული. 2024 წელს ავიაკომპანიის საშუალო წლიური გამონაბოლქვი ერთ მგზავრზე ერთ კილომეტრზე 52 გრამი იყო, რაც უნიკალური მაჩვენებელია მთელს ინდუსტრიაში. ამ წარმატების მთავარი ფაქტორებია:
- ფლოტის მოდერნიზაცია: Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავებმა კომპანიის ფლოტში 60%-ზე მეტი წილი დაიკავეს, რის შედეგადაც ავიაფლოტის საშუალო ასაკი 4.6 წლამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
- საერთაშორისო აღიარება: Wizz Air-მა მიიღო სამი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის დასახელდა, როგორც „საუკეთესო ავიაკომპანია ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით“.
- გამჭვირვალობის გაუმჯობესება: Wizz Air-მა CDP-ის რეიტინგში B კატეგორია მოიპოვა, რაც კლიმატური სტრატეგიის ეფექტურობასა და გამჭვირვალობის გაძლიერებას უსვამს ხაზს.
მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის გაძლიერება
Wizz Air-ი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2026 წელს ქალთა ჩართულობა 40%-ით გაიზარდოს. ამ მიმართულებით, მარტში კომპანიამ გამართა პირველი მასშტაბური ღონისძიება “Women on Air“, რომელმაც გააერთიანა ინდუსტრიის 140-მდე პროფესიონალი. ინიციატივამ წაახალისა დისკუსია გენდერული ბარიერების დაძლევასთან დაკავშირებით. ამჟამად, Wizz Air-ის სამეთვალყურეო საბჭოში ქალების წილი უკვე 40%-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ერთგულებას თანასწორობისადმი.
მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენება
Wizz Air-მა 2024 წელს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მიზნად ისახავს SAF-ის 10%-იან გამოყენებას. ამ მიზნის მისაღწევად, ავიაკომპანიამ დაიწყო ინოვაციური ექსპერიმენტები და თანამშრომლობები:
- SAF-ის ტესტირება: Airbus-ისა და საწვავის მწარმოებლების მხარდაჭერით, მდგრადი საავიაციო საწვავით საცდელი ფრენები შესრულდა ბარსელონა-ბუდაპეშტისა და ბრიუსელი-შარლერუა-ბუდაპეშტის მარშრუტებზე, ამით ავიაკომპანიამ მზადყოფნა გამოაცხადა ევროკავშირის SAF მოთხოვნების შესასრულებლად.
- Wizz Air-მა SAF-ის მასშტაბირების დასაჩქარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის Firefly Green Fuels-სა და CleanJoule-ში ინვესტიციებით. ამ ინიციატივებმა კომპანია ინდუსტრიის მთავარ ინოვატორად აქცია, რომელიც მდგრადი საავიაციო საწვავის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ეკონომიკისა და საზოგადოებების მხარდაჭერა
Wizz Air-ის განვითარებამ დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ თემებზე:
- ავიაკომპანიამ უზრუნველყო 8 ათასზე მეტი პირდაპირი და 47 ათასზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი ადგილობრივ ეკონომიკურ ბაზრებზე.
- Wizz Air-ის 24 ეკიპაჟის წევრისა და ოფისის წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელდა საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები 22 ბაზარზე, რაც მოიცავდა ნარჩენების შემცირების კამპანიებს, საგანმანათლებლო პროექტებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს. პროგრამის მეორე ეტაპი კომპანიამ ივლისში დაიწყო.
მდგრადი მომავლის მხარდაჭერა
როგორც პასუხისმგებლიანი ავიაკომპანია, Wizz Air-ი აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი ავიაციის განვითარებას:
- COP29-ში მონაწილეობისას კომპანიამ მოუწოდა ინდუსტრიის სხვა აქტორებს SAF-ის გამოყენებისკენ.
- Wizz Air-მა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ SAF-ის ვალდებულებების შემოღება დადებითად შეაფასა, აღნიშნული ნაბიჯის მნიშვნელობას კი 2050 წლისთვის ავიაციის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის კონტექსტში გაუსვა ხაზი.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი, აღნიშნავს:
„2024 წლის პროგრესი ასახავს ჩვენი გუნდისა და პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. ფლოტის მოდერნიზაცია, გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და SAF-ის დანერგვის გაფართოება გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქციოთ საავიაციო მომავალი უფრო მწვანედ. SAF-ის შესყიდვისა და მწარმოებლების მხარდაჭერით, Wizz Air-ი ხელს უწყობს მიწოდების ჯაჭვის განვითარებას, რაც არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ მთელი საავიაციო სექტორისთვისაა სასიკეთო. გარდა ამისა, SAF-ის მასშტაბირება ევროპაში ხელს უწყობს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და კონტინენტის მწვანე ეკონომიკისკენ სვლას. ჩვენი ძალისხმევა ახალ ინდუსტრიულ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად საავიაციო ინდუსტრიას უზრუნველყოფს.“
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 225 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.