სწრაფი კვების რესტორანს McDonald’s მძღოლებისთვის საკვების შეკვეთის სერვისი აქვს, თუმცა, ირკვევა, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობა ვერტმფრენის პილოტებსაც შეუძლიათ. უბრალოდ ამისათვის დაწესებულებას ახლო-მახლო დასაფრენი მოედანი უნდა ჰქონდეს.

ამერიკელმა მეტ ლომბარდმა აჩვენა, თუ როგორ ეწვია McDonald’s-ს, სადაც მსუბუქი Robinson R22 ვერტმფრენით მიფრინდა.

„დღის ხანგრძლივი ფრენის შემდეგ თითქმის სახლში ვიყავი. მე ძალიან მშიერი ვიყავი და დასაჯდომად ადგილს ვეძებდი“, – ასე აღწერს ის თავის გადაწყვეტილებას, თუ რატომ დაეშვა McDonald’s-თან.

მეტისთვის საბედნიეროდ, სწრაფი კვების რესტორნის მახლობლად იყო ბრტყელი ადგილი ხეების ან ელექტროგადამცემი ხაზების გარეშე. ის თავისი ვერტმფრენი სწორედ ამ ადგილზე დაჯდა და შემდეგ რესტორანში საკვების შესაკვეთად წავიდა.

McDonald’s-ის მახლობლად უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებამ ერთ-ერთი კლიენტის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც პილოტს ჰკითხა, აღნიშნული ვერტმფრენით ხომ არ მოფრენილა, რაც დადებითი პასუხი მისმინა პილოტი ასეთი ქმედებისთვის შეაქო.

მატმა აღიარა, რომ ეს მისი ვერტმფრენი იყო და მსუბუქი წახემსების შემდეგ, დარჩენილი საკვები თან წაიღო და ვერტმფრენისკენ წავიდა. შემდეგ პილოტმა საჰაერო ხომალდი ცაში აწია და სულ მალე პატარა კერძო საავიაციო აეროდრომზე დაეშვა.

https://www.youtube.com/watch?v=gPtOQy5wX2o&embeds_referring_euri=https%3A%2F%2Fwww.avianews.com%2F&source_ve_path=MjM4NTE&feature=emb_title