Mastercard-ი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, easyJet-ი, ერთობლივ კამპანიას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც Mastercard-ის ბარათების მფლობელები easyJet Plus-ის წევრობაზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

შეთავაზება Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით სარგებლობისას მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ easyJet Plus-ის წლიური საწევრო და დაზოგონ თანხა. ამ წევრობით მათ დამატებითი კომფორტი ექნებათ მგზავრობისას, რაც მოიცავს:

  • სასურველი ადგილის არჩევას ნებისმიერ რეისზე დამატებითი გადასახადის გარეშე;
  • სპეციალურად გამოყოფილი Bag Drop დახლით სარგებლობას აეროპორტში;
  • უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლას (შერჩეულ აეროპორტებში);
  • თვითმფრინავში მეორე, პატარა ზომის ხელბარგის ატანის შესაძლებლობას;
  • თვითმფრინავში პირველ რიგში ჩასხდომის პრიორიტეტს.

აღნიშნული შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრამდე. უპირატესობით სარგებლობისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ easyJet-ის ოფიციალურ ვებგვერდს (https://plus.easyjet.com/en) და გამოიყენონ პრომო კოდი: EJMC001.

ამ კამპანიის მიზანია, მგზავრობის პროცესი უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს Mastercard-ის მომხმარებლებისთვის.