გადახდების გლობალური ლიდერი, Mastercard და მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანია, Turkish Airlines, საქართველოში თანამშრომლობას იწყებენ, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზებასა და მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას მოიაზრებს. 

18 ნოემბრიდან, თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის დაჯავშნისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

იქნება ეს რამდენიმედღიანი მოგზაურობა, საქმიანი მივლინება თუ საოცნებო შვებულება, მოგზაურებს ახლა უფრო მეტი კომფორტი და მაღალი კლასის გამოცდილება ელოდებათ. ამისათვის კი მხოლოდ Mastercard-ის ბარათის გამოყენება არის საჭირო.

დაზოგვის ექსკლუზიური შესაძლებლობა, Mastercard-ის ბარათის მფლობელების თითოეული მოგზაურობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. ამიერიდან, ისინი  განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ თურქეთის ავიახაზების ფრენებზე, თანაც, მსოფლიოს სხვადასხვა საოცარი მიმართულებით.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „მოხარულები ვართ, Mastercard-ის მომხმარებლებისთვის ეს საოცარი პარტნიორობა დავაანონსოთ! თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობა შესანიშნავი გზაა, რათა ქართველ მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან წვდომა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ნამდვილად გვჯერა, რომ მოგზაურობით სიამოვნების მიღება დაჯავშნის მომენტიდან, ფასდაკლების მიღებისთანავე იწყება“. 

მზად ხართ მოგზაურობისთვის? მაშინ გამოიყენეთ თქვენი Mastercard ბარათი, რათა აღმოაჩინოთ ექსკლუზიური უპირატესობებისა და ფასდაკლებების სამყარო თურქეთის ავიახაზებთან ერთად. დაიწყეთ თქვენი შემდეგი თავგადასავლის დაგეგმვა და ისიამოვნეთ დაზოგვისა და შეუფასებელი გამოცდილების შესანიშნავი ნაზავით. ამიერიდან, თქვენი თითოეული მოგზაურობა, უბრალოდ, უფრო საინტერესო გახდება!

პარტნიორობის დეტალებისა და კონკრეტული შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ: Discover the world from Georgia with discounts of 15%!