2022 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სივრცის 2,43%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, მარტის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 9 628-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 61,98%-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 16,35%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 9 868 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 8 275 გადაფრენა, ხოლო 2021 წლის მარტში 5 944 გადაფრენა.