მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 48.7%-ით იყო შემცირებული. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის გავლენის ასახვა ავიაციაზე 2020 წლის მარტში დაიწყო. შესაბამისად, ახალი სტატისტიკა გასული წლის მარტში, უკვე 44.1%-ით შემცირებულ მაჩვენებელს არის შედარებული.
როგორც ევროსტატის პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბევრი შეზღუდვისა და სამოგზაურო გეგმის ცვლილების გათვალისწინებით, კომერციული ფრენების რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია.
ევროსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ფრენა მარტში გერმანიაში შესრულდა (39 463 ფრენა), მეორე ადგილზე თურქეთია (38 896), მესამეზე საფრანგეთი (32 636). აეროპორტებს შორის ფრანკფურტის (13 468 ფრენა), ლაიფციგისა (5734) და მიუნხენის (4750) აეროპორტები ლიდერობენ.
ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2021 წლის მარტში 151 986 შესრულდა. 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 296 362-ს შეადგენდა, 2019 წლის მარტში კი 530 400 იყო.